Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა ოქროსა და ბრილიანტის ნაწარმის საზღვარზე უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შაბათი, 18 ივნისი, 2016
საგამოძიებო სამსახურმა ოქროსა და ბრილიანტის ნაწარმის საზღვარზე უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

484

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისაგან მალულად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროსა და ბრილიანტის ნაკეთობის უკანონოდ შემოტანის ფაქტზე აზერბაიჯანის ერთი მოქალაქე დააკავა.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, აზერბაიჯანიდან საქართველოს ტერიტორიაზე, საბაჟო გამშვები პუნქტის, „წითელი ხიდის“ გავლით უკანონოდ შემოიტანა არადეკლარირებული, უმაღლესი სინჯის ოქროს ნაკეთობები და ბრილიანტისგან დამზადებული საიუველირო ნაწარმი, რომელთა საერთო ღირებულება შეადგენას 33 000 ლარს. საგამოძიებო სამსახურმა დამნაშავე სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთისას დააკავა.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top