Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა ორი პირი პასუხისგებაში მისცა

ოთხშაბათი, 27 აპრილი, 2016
საგამოძიებო სამსახურმა ორი პირი პასუხისგებაში მისცა

497

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ორი პირი ბრალდებულის სახით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. 

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, ერთ-ერთი ბინათმშენებლობის ამხანაგობის თავმჯდომარეს და კიდევ ერთ მოქალაქეს მისცეს პირობა, რომ დაეხმარებოდნენ შეღავათიანი სესხის მიღებაში, რისთვისაც მოტყუებით, სასურველ პირზე გააცემინეს უძრავი ქონების მინდობილობები, მათ შორის, თბილისში, ოჟიოს ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის განკარგვის შესახებ. 

რეალურად, ბრალდებულებმა, სესხის ხელშეკრულების ნაცვლად, გააფორმეს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რის შემდეგაც, უკანონოდ გაყიდეს აღნიშნული უძრავი ქონება. საერთო ჯამში, დაზარალებულთა მიმართ მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 604 736 აშშ დოლარი. დღეის მდგომარეობით ბრალდებულს ჩამორთმეული აქვს სანოტარო უფლებამოსილება. 

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 
 

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top