Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა ლიეტუვას რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა

პარასკევი, 30 ნოემბერი, 2018
საგამოძიებო სამსახურმა ლიეტუვას რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, სოსო რამიშვილი ლიეტუვას რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ფინანსური დანაშაულის საგამოძიებო სამსახურის დირექტორს, ანტონი მიკულსკისს შეხვდა. 

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა სამართალდამცავი უწყებების საქმიანობის პრიორიტეტები, ასევე საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პრაქტიკაში დანერგილი მიდგომები  განიხილეს. საუბარი შეეხო სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარების და სამომავლო  თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ.

როგორც სოსო რამიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, საგამოძიებო სამსახურისთვის მნიშვნელოვანია ევროპული გამოცდილების გაზიარება საფინანსო-ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდების დანერგვის თვალსაზრისით.

„საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას  უწყობს ხელს. შესაბამისად, ჩვენი უწყების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი დანაშაულთან ბრძოლის საერთაშორისო გამოცდილების და თანამედროვე მიდგომების გაცნობა-გაზიარება და საუკეთესო პრაქტიკის საქმიანობაში დანერგვაა. მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მოგვეცა გავიზიაროთ ლიეტუვას რესპუბლიკის კოლეგა უწყების გამოცდილება, გავაცნოთ მათ ჩვენი საქმიანობა და სამომავლოდ,   გავაღრმავოთ ურთიერთანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით“, - აღნიშნა  საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, სოსო რამიშვილმა.

ლიეტუვას რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ფინანსური დანაშაულის საგამოძიებო სამსახურის დირექტორის, ანტონი მიკულსკისის განცხადებით, საქართველოს ფინანთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან თანამშრომლობა სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება ინფორმაციის გაცვლის, საფინანსო-ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის თანამედროვე მიდგომების  გაზიარების,   ეფექტიანი გამოძიების და უკეთესი შედეგების მიღწევის კუთხით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ივლისი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
24252627282930
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234

 

 

Back To Top