Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის ფაქტზე ინდ.მეწარმე პასუხისგებაში მისცა

შაბათი, 26 სექტემბერი, 2015
საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის ფაქტზე ინდ.მეწარმე პასუხისგებაში მისცა

570

საგამოძიებო სამსახურმა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცა. 

საგამოძიებო სამსახურმა ნაძალადევის რაიონის გამგეობისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში ინდ. მეწარმე მისცა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, ფაქტობრივად მის მფლობელობაში არსებული საწარმოების მეშვეობით, ქ. თბილისის მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში სადარბაზოების სარემონტო სამუშაოების წარმოებისას, გამგეობისთვის წარდგენილ აქტებში (ფორმა N2) შეიტანა ყალბი მონაცემები, რითაც ხელოვნურად გაზარდა შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება და მოტყუებით დაეუფლა ქ. თბილისის, ნაძალადევის რაიონის გამგეობის კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხას - 380 776 ლარს.

საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top