Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის ბრლადებით ყოფილი საჯარო მოხელე დააკავა

ხუთშაბათი, 10 მარტი, 2016
საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის ბრლადებით ყოფილი საჯარო მოხელე დააკავა

514

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის ბრალდებით, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილი თანამშრომელი დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ისარგებლა რა იმჟამინდელი სამსახურებრივი მდგომარეობით, მოქალაქეს მოატყუა, თითქოს კვლავ მუშაობდა გორის გამგეობაში მაღალ თანამდებობაზე და სასურველი მიწის ნაკვეთის შესყიდვაში დახმარების, კერძოდ,  შეღავათიან ფასად აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოსთხოვა 18 000 აშშ დოლარი, ხოლო წინასწარ მოტყუებით გამოართვა მოთხოვნილი თანხის ნახევარი  9 000  აშშ დოლარი.

დაკავებულს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც სასჯელის სახით 6 დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
 

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top