Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა

ორშაბათი, 23 თებერვალი, 2015
საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა

654

საგამოძიებო სამსახურმა, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა ერთ-ერთი რეგიონის ყოფილი ხელმძღვანელი.

გამოძიებიებამ დაადგინა, რომ რეგიონის კუთვნილმა სპეც-ტექნიკამ, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით, უსასყიდლოდ შეასრულა სამუშაოები ბრალდებულის - დ.კ-ს ძმის, ი. კ-ს და ყოფილი საჯარო მოხელის, გ. უ-ს ერთობლივი კომპანიების, შპს-ების მიერ, ერთ-ერთი ავტობაზრობის მშენებლობის დროს, რითაც სახელწიფოს მიადგა 248 400 ლარის მატერიალური ზიანი.

ვინაიდან დ. კ. თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მას დადგენილება ბრალდების შესახებ წარედგინება დაუსწრებლად და საქართველოს მთავარი პროკურატურა აღმკვეთი ღონისძიების სახით მოითხოვს პატიმრობას, რისი შეფარდების შემთხვევაშიც მის მიმართ გამოცხადდება ძებნა. 

საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top