Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და რეალიზაციის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავა

ხუთშაბათი, 10 დეკემბერი, 2015
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და რეალიზაციის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავა

550

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის მასალის რეალიზაციისთვის, ყალბი საგადასახადო დოკუმეტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის სამი წევრი დააკავა. ამავე საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა ორი პირი.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებისა და მათი თანამზრახველების  ორგანიზებით, საქართველოს მასშტაბით დარეგისტრირდა 14  საწარმო, რომელთა შექმნის მიზანი იყო სამეგრელო-ზემო სვანეთში უკანონოდ მოჭრილი ხის მასალის შემდგომი რეალიზაცია. ვინაიდან ხის მასალა უკანონოდ იყო მოპოვებული,  ბრალდებულები  მათ მართვაში არსებულ საწარმოთა შორის  ახდენდნენ ფიქტიურ ოპერაციებს, რითაც ქმნიდნენ  ყალბ მონაცემებს მასალის ნაშთის შესახებ, შემდგომში კი გაყალბებულ დოკუმენტაციას იყენებდენენ უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყის თბილისში ტრანსპორტირებისა და რელიზაციისათვის. 

საერთო ჯამში, ბრალდებულების მიერ ყალბი საგადასახადო დოკუმეტების გამოყენებით რეალიზებულია 3 200 000 ლარის (დაახლოებით 6 800 კუბური მეტრი) უკანონოდ მოჭრილი ხის მასალა, ხოლო მათი საწარმოების მხრიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანება 1 250 000 ლარს აღემატება. 

დანაშაულში მონაწილე ჯგუფის სხვა წევრების დადგენა-გამოვლენის მიზნით  გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის  მე-2 ნაწილის   „ა“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით. 
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top