Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

პარასკევი, 08 აპრილი, 2016
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

506

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. 

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, ერთ-ერთ მოქალაქეზე გაასაღა 5 000 აშშ დოლარის ყალბი 100 დოლარიანი კუპიურები, რის სანაცვლოდაც, გასამრჯელოს სახით მიიღო გასაღებული თანხის ოდენობის 25 პროცენტი. ყალბი კუპიურები დამზადებულია მაღალტექნოლოგიურად და მოქალაქისათვის მისი ნამდვილისგან გარჩევა თითქმის შეუძლებელია. 

საგამოძიებო სამსახური აგრძელებს მუშაობას იმის დასადგენად, თუ რა რაოდენობის ყალბი აშშ დოლარის გასაღება მოხდა ბრალდებულის მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 დან 10 წლამდე ვადით.
 

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top