Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავა

სამშაბათი, 05 სექტემბერი, 2017
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავა

339

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები 2016 - 2017 წლებში, ყალბი მინდობილობების გამოყენებით, თაღლითურად დაეუფლნენ ქალაქ თბილისში, გერმანიის და ყაზახეთის ორი მოქალაქის კუთვნილ ჯამში 11 444 კვ.მ  ფართობის მიწის ნაკვეთებს, რომლის საბაზრო ღირებულება  4 მლნ ლარს აღემატება.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180 - ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  6 - დან  9 წლამდე ვადით. 


 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top