Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უაქციზო კონიაკი ამოიღო

შაბათი, 06 თებერვალი, 2016
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უაქციზო კონიაკი ამოიღო

528

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებოსამსახურმა,  გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა    - რეალიზაციის ფაქტზე, 4 მოქალაქე დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა,  საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ განახორციელეს დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული, ძვირადღირებული სომხური წარმოების კონიაკის რეალიზაცია.

ბრალდებულები დაკავებულები არიან    საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 - ე მუხლის მე - 2 ნაწილის “გ“  პუნქტით და ამავე მუხლის „3“-ე ნაწილით, რაც სასჯელის სახით,   6 - დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top