Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავა

ოთხშაბათი, 25 ოქტომბერი, 2017
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი  დააკავა

314

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ქონების  მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის მარტის პერიოდში, ბრალდებულებმა სხვისი კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, შეიძინეს BMW-ს მარკის X5-ის მოდელის გაუმართავი 5 ავტომანქანა. რამდენიმე შემთხვევაში მათ მხოლოდ ავტომანქანის ძარის შეძენა მოახდინეს. ამის შემდგომ, ერთ-ერთმა ბრალდებულმა აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების უზრუნველყოფით სესხის აღების მიზნით, ფინანსურ ორგანიზაციას მიმართა.

დანაშაულებრივ სქემაში ჩართულმა მეორე ბრალდებულმა, ამავე ორგანიზაციის ექსპერტ-შემფასებელმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით,  ავტომანქანების მდგომარეობისა და ღირებულების შესახებ ორგანიზაციის შესაბამის სამსახურს განზრახ მიაწოდა არასწორი ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც,  ფაქტობრივად არაუზრუნველყოფილი სესხები გაიცა. შესაბამისად, ორგანიზაციამ სესხის სახით გაცემული თანხის უკან დაბრუნება ვეღარ შეძლო. დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, ორგანიზაციას ჯამში 61 157 ლარის ოდენობის ზიანი მიადგა.

საქმეზე  მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს  თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top