Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა აზარტული თამაშებისთვის განკუთვნილი აპარატების უკანონოდ ფუნქციონირების ხუთი ფაქტი გამოავლინა

სამშაბათი, 12 დეკემბერი, 2017
საგამოძიებო სამსახურმა აზარტული თამაშებისთვის განკუთვნილი აპარატების უკანონოდ ფუნქციონირების ხუთი ფაქტი გამოავლინა

293

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ხუთი ფაქტი გამოავლინეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისის სხვადასხვა უბანში, ხალხმრავალ ადგილებში - მეტროპოლიტენის სადგურებისა და ბაზრობების მიმდებარე ტერიტორიებზე, დიდი ოდენობით შემოსავლის უკანონოდ მიღების მიზნით, პირთა ჯგუფს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ნებართვის გარეშე, აზარტული თამაშებისათვის განკუთვნილი აპარატები ჰქონდათ განთავსებული.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია კანონდარღვევით მოქმედი ცხრა ერთეული სათამაშო აპარატი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top