Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა უნგრეთში ფინანსური გამოძიების შესახებ გამართულ სემინარში მიიღეს მონაწილეობა

პარასკევი, 04 მაისი, 2018
საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა უნგრეთში ფინანსური გამოძიების შესახებ გამართულ სემინარში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა  უნგრეთში, ქალაქ ბუდაპეშტში  საერთაშორისო სამართალდაცვითი აკადემიის (ILEA) აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის შიდა შემოსავლების (IRS) ორგანიზებით გამართულ სემინარში  მიიღეს მონაწილეობა.

სემინარს ევროპის ქვეყნების ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლი სამართალდამცავი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად,  საგამოძიებო სამსახურის უფროსის  მოადგილე ვაჟა ფანოზიშვილი და საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი ელგანდაშვილი ესწრებოდნენ.

სემინარის  ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ეკონომიკური და  ფინანსური დანაშაულის წინაღმდეგ ბრძოლის აქტუალური საკითხები, ისაუბრეს დანაშაულებრივი გზით  მიღებული ფინანსური აქტივების მოძიების და ამოღების მეთოდებზე,  იმსჯელეს საერთაშორისო ფინანსური დანაშაულებრივი ქსელების გახსნის, ფულის გათეთრების, თაღლითობის, საჯარო მოხელეთა კორუფციის  თემებზე და ეკონომიკური  დანაშაულის  გამოძიების თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებზე.

სემინარზე ხაზგასმით აღინიშნა ეკონომიკური და საფინანსო  დანაშაულის გამოვლენის პროცესში აშშ-ის  და ევროპის ქვეყნების  სამართალდამცავ უწყებებს შორის კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობა. ტრენინგის ფარგლებში   სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარების მიზნით, მონაწილეებმა ეკონომიკური დანაშაულის სქემების შესწავლა - გამოძიების შესახებ  პრეზენტაციები წარადგინეს და კოლეგებს ოპერატიულ - საგამოძიებო მუშაობის წარმატებული   მაგალითები გააცნეს.

სემინარი, რომელიც  მიმდინარე წლის 30 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით გაიმართა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების საერთაშორისო ბიუროს (INL) და თბილისში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top