Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურის უფროსი ევროკავშირის პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის დასკვნით კონფერენციას დაესწრო

ორშაბათი, 02 ოქტომბერი, 2023
საგამოძიებო სამსახურის უფროსი ევროკავშირის პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის დასკვნით კონფერენციას დაესწრო

საგამოძიებო სამსახურის უფროსი სოსო რამიშვილი და უწყების წარმომადგენლები ევროკავშირის პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის დასკვნით კონფერენციას დაესწრნენ. 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სახელით გამართულ ღონისძიებაზე შეჯამდა პროექტის წვლილი საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) განხორციელებაში, ასევე განხილული იქნა PAR-ის სამომავლო დღის წესრიგის აქტუალური თემები. დასკვნითი კონფერენციის ფორმატში გათვალისწინებული იყო როგორც ზოგადი დისკუსია, ასევე თემატური პრეზენტაციები სხვადასხვა თემაზე. ზოგადი დისკუსიის დროს OECD SIGMA პროგრამის და მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიერ განხილულ იქნა PAR-ის ძირითადი საკითხები ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის კონტექსტში.

საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს პარალელურ თემატურ სესიაში, რომელიც შეეხებოდა ფულის გათეთრებასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის სპეციფიკურ საკითხებს.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«მაისი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

 

 

Back To Top