Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე 23 ფიზიკური პირი ამხილეს

სამშაბათი, 10 დეკემბერი, 2019
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე 23 ფიზიკური პირი ამხილეს

12

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, 23 ფიზიკური პირი ამხილეს, ამ ეტაპზე, მათგან 11 პირი, ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში მისცეს.


გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაულში მხილებული პირები, სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე, ქალაქ თბილისში, ასევე, სამცხე-ჯავახეთისა და სამეგრელოს რეგიონებში ეწეოდნენ კომერციულ საქმიანობას. 


ხსენებული პირები სამეწარმეო საქმიანობისთვის დადგენილი შესაბამისი გადასახადებისთვის და მოსაკრებლისთვის თავის არიდების მიზნით, ეროვნული ბანკის შესაბამისი რეგისტრაციის გარეშე, ახორციელებდნენ ეროვნული და უცხოური ვალუტის ნაღდი სახით, ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებს.


გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3-წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top