Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სოციალურად დაუცველ ოჯახებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს

პარასკევი, 11 იანვარი, 2019
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სოციალურად დაუცველ ოჯახებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს

141

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქალაქ თბილისში, ქვემო ქართლის,  შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოთხ ოჯახს საახალწლო საჩუქრები გადასცეს. 

საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე ვახტანგ ფარესიშვილი თანამშრომლებთან ერთად ოჯახებს ესტუმრა,  საგამოძიებო სამსახურის ყველა თანამშრომლის სახელით შობა-ახალი წელი მიულოცა და საჩუქრად საოჯახო ტექნიკა, ავეჯი, საკვები პროდუქტები,  ტანსაცმელი და პირველადი მოხმარების ნივთები გადასცა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები მსგავსი ტიპის აქციებს ყოველწლიურად აწყობენ და ცდილობენ, სოციალურად დაუცველ და განსაკუთრებული საჭიროების მქონე  ოჯახებს  მცირედით მაინც დაეხმარონ, შეუმსუბუქონ ყოფითი პირობები  და  გაუხალისონ ახალი წლის დღეები.






 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top