Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული სამსახურის (OLAF) საერთაშორისო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

სამშაბათი, 04 ივლისი, 2017
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული სამსახურის (OLAF) საერთაშორისო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ესტონეთში, ქალაქ ტალინში,  თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული სამსახურის (OLAF) ორგანიზებით გამართულ სამუშაო ჯგუფის ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.

ევროკავშირის წევრი და არაწევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა, რიგით 22-ე კონფერენციის ფარგლებში,  სიგარეტების კონტრაბანდასთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდებზე, მიღწეულ შედეგებზე და არსებულ გამოწვევებზე პრეზენტაციები წარმოადგინეს.

საქართველოს სახელით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა,  სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად,  წელს პირველად წარადგინეს პრეზენტაცია, რომელიც  ევროკავშირის ქევეყნების შავ ბაზარზე კონტრაბანდული სიგარეტების საქართველოდან ტრანზიტული გზით შეტანის პრევენციის მიზნით, ქართული მხარის მიერ გაწეულ ძალისხმევას და გატარებულ ღონისძიებებს ეხებოდა.

თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული სამსახურის (OLAF) ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო კონფერენციას  ესპანეთის, დანიის, რუმინეთის, შვედეთის, სლოვენიის, პორტუგალიის, ნორვეგიის, ლიბიის და 30-მდე სხვა ქვეყნის საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  ყოველწლიური  საერთაშორისო კონფერენცია ერთ - ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმაა, სადაც მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს ახალი პროფესიული კონტაქტების დამყარების, გამოცდილების გაზიარებისა და თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპის საუკეთესო პრაქტიკის  გაცნობის შესაძლებლობა ეძლევათ.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top