საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დელეგაცია - სამსახურის უფროსი, სოსო რამიშვილი და უწყების წარმომადგენლები ესტონეთის რესპუბლიკის საბაჟო და საგადასახადო საბჭოს ხელმძღვანელებს - ესტონეთის რესპუბლიკის საბაჟო და საგადასახადო საბჭოს გენერალურ დირექტორს, ვალდურ ლაიდს, საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსს, რაინ კუუსს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულები, საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენა, გამოძიების წარმოება, მათი აღკვეთა და პრევენცია.
ქართველმა და ესტონელმა სამართალდამცავებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორებიცაა: საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების მეთოდოლოგია, ქვეყნის ეკონომიკის დაცვა საგადასახადო და საბაჟო სისტემაში არსებულ სამართალდარღვევებთან ბრძოლითა და მათი პრევენციით, გადასახადებისათვის თავის არიდება, დღგ-ს დაუსაბუთებელი დაბრუნება და აქციზური პროდუქციის უკანონო ბრუნვა.
https://www.emta.ee/eng