Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურის განცხადება

ოთხშაბათი, 07 თებერვალი, 2018
საგამოძიებო სამსახურის განცხადება

271

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში 2018 წლის 18 იანვარს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, შპს „ბადაგონის“ დიდი ოდენობით წილის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე,  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის  „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.  გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო შპს  ,,ბადაგონის“ ყოფილი მეწილის, კომპანია  „გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის“ წარმომადგენლის  განცხადება. 

საქმეზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარებისა და ზემოაღნიშნული საკითხების დადგენის მიზნით,  2018 წლის 1 თებერვლის სასამართლოს განჩინების საფუძველზე ქალაქ თბილისში მდებარე შპს „ბადაგონის“ ოფისში მინდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.  კერძოდ, დოკუმენტაციის ამოღება და ელექტრონული ინფორმაციის გამოთხოვა.

აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებით ხელი არ შეეშლება კომპანია ,,ბადაგონის“ საქმიანობას.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top