Press releases

News/Press releases

პოლონეთის ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დაზვერვის დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტი

ორშაბათი, 06 ოქტომბერი, 2014
პოლონეთის ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დაზვერვის დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტი

704

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოწვევით,  თბილისში, სამუშაო ვიზიტით, პოლონეთის ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დაზვერვის დეპარტამენტის დელეგაცია იმყოფება. დელეგაციას ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილე აგნეშკა კროლიკოვსკა  ხელმძღვანელობს, პირველი ოფიციალური შეხვედრა დელეგაციებს შორის დღეს სასტუმრო „ამბასადორში“ შედგა. შეხვედრას მაღალი დონის სტუმრები, მათ შორის ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი, ლერი ბარნაბიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თამარ ბერუჩაშვილი და პოლონეთის ელჩი ანდჟეი ჩეჟკოვსკი დაესწრნენ. 

დღესვე, სასტუმრო „ამბასადორში“ გაიხსნა საერთაშორისო ფორუმი თემაზე - „კორუფციის პრევენციის, გამოვლენისა  და აღკვეთის მეთოდების დახვეწა, როგორც საჯარო ადმინისტრაციის პოტენციალის გაზრდის ეფექტური საშუალება.“    ფორუმის მონაწილეებმა ისაუბრეს  ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდოლოგიაზე, კორუფციის გამოვლენის სფეროში სამართალდამცავ უწყებებს შორის კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობაზე, იმსჯელეს მონაცემთა ბაზის, ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების, საგამოძიებო და ოპერატიული საქმიანობის ევროპული სტანდარტების დაცვის საკითხებზე. პოლონეთის დელეგაციის წევრები სამუშაო შეხვედრებს ასევე, საგამძიებო სამსახურის რეგიონულ ოფისებში გამართავენ.

პროექტი პოლონეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, ორი ქვეყნის ფინანსთა და საგარეო სამინისტროების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება,  პოლონეთის დელეგაციის ვიზიტი 5 დღე გაგრძელდება.
 


Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top