Press releases

News/Press releases

ოქროს ნაკეთობების საბაჟო წესის დარღვევით შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პარასკევი, 19 სექტემბერი, 2014
ოქროს ნაკეთობების საბაჟო წესის დარღვევით შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

716

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საბაჟო კონტროლისაგან ფარულად, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ოქროს ნაკეთობების გადმოტანის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საქართველოს საბაჟო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის“ გადმოკვეთისას, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, სპორტულ ფეხსაცმელში სპეციალურად მოწყობილი სამალავის გამოყენებით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ღირებულების ოქროს ნაკეთობები. 

ბრალდებული განუბაჟებელ ნივთებთან ერთად საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ აიყვანეს, ხოლო ამოღებული ოქროს ნაკეთობების ღირებულების დასადგენად დანიშნულია ექსპერტიზა. 

გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 დან 7 წლამდე.

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top