Press releases

News/Press releases

ონლაინ-შეხვედრა საგამოძიებო სამსახურის და უკრაინის სახელმწიფო ფისკალური სამსახურის ხელმძღვანელებს შორის

ხუთშაბათი, 31 დეკემბერი, 2020
ონლაინ-შეხვედრა საგამოძიებო სამსახურის და უკრაინის სახელმწიფო ფისკალური სამსახურის ხელმძღვანელებს შორის

მიმდინარე წლის 30 დეკემბერს შედგა გაცნობითი ხასიათის ონლაინ-შეხვედრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის და უკრაინის სახელმწიფო ფისკალური სამსახურის ხელმძღვანელებს შორის. შეხვედრას უძღვებოდნენ საგამოძიებო სამსახურის უფროსი სოსო რამიშვილი და უკრაინის სახელმწიფო ფისკალური სამსახურის უფროსი ვადიმ მელნიკი.

მხარეებმა განიხილეს საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კონკრეტული მიმართულებები, რომლებიც მიმდინარე ეტაპზე მეტად აქტუალურია ორივე ქვეყნის კოლეგა სამართალდამცავი უწყებებისთვის. უკრაინული მხარის თხოვნით, მათ მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტებისა და კონკრეტული თავისებურების შესახებ.

შეხვედრის მიმდინარეობისას განხილული იქნა აგრეთვე სამომავლო პროფესიული თანამშრომლობის სავარაუდო მიმართულებები. მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ ანალოგიურ ფორმატში ინტენსიურად გაგრძელდეს სამუშაო შეხვედრები ორ უწყებას შორის - შესაბამისი კომპეტენციის მქონე სხვადასხვა რგოლის ჩართულობით. 

შეხვედრას ასევე დაესწრნენ კოლეგა უწყებების სხვა ხელმძღვანელი პირები.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«მაისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678

 

 

Back To Top