Press releases

News/Press releases

ლატვიის რესპუბლიკის შემოსავლების სახელმწიფო სამსახურის დელეგაციის ვიზიტი

ხუთშაბათი, 07 ნოემბერი, 2019
ლატვიის რესპუბლიკის შემოსავლების სახელმწიფო სამსახურის დელეგაციის ვიზიტი

21

საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა სოსო რამიშვილმა და მისმა მოადგილეებმა,  ლატვიის რესპუბლიკის  შემოსავლების სახელმწიფო სამსახურის საგადასახადო და საბაჟო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს კასპარს პოდინიშს და მის მოადგილეს კრისტინა პრუსაკა-ბრინკმანეს უმასპინძლეს.

საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა  სტუმრებს დეტალურად გააცნო საგამოძიებო სამსახურის საქმიანობა, სპეციფიკა, პრიორიტეტები და ძირითადი  მიმართულებები, ასევე, გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ერთობლივი პროექტის - კონტეინერების კონტროლის პროგრამის  საქმიანობა და მიღწეული შედეგები.

შეხვედრაზე, ქართულმა და ლატვიურმა მხარეებმა, განიხილეს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის, ანალიტიკური საქმიანობის დახვეწის და გაუმჯობესების, ინფორმაციის ოპერატიულად გაცვლისა და სხვა აქტუალური პრობლემების ეფექტიანად გადაჭრის ერთობლივი გზების მოძიებასთან დაკავშირებული საკითხები. საუბარი ასევე შეეხო გადასახადებისთვის თავის არიდებას, ფულის გათეთრებას, აქციზს დაქვემდებარებული პროდუქციის არალეგალურ ბრუნვას, დღგ-ს გადასახადისგან  ზედმეტობის დაბრუნების ახალ სისტემას და საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი სხვა სახის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას.

შეხვედრის დასასრულს, ქართველმა და ლატვიელმა სამართალდამცავებმა აღნიშნეს, რომ ამ სახის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულების რისკის მინიმუმამდე  დაყვანას, ორივე სახელმწიფოს ინტერესებიდან და იმ სავაჭრო ურთიერთობებიდან გამომდინარე, რომელიც არსებობს ლატვიასა და საქართველოს შორის.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top