Press releases

News/Press releases

კონტრაბანდის ფაქტზე რუსეთის მოქალაქეები დააკავეს

ოთხშაბათი, 19 ნოემბერი, 2014
კონტრაბანდის ფაქტზე რუსეთის მოქალაქეები დააკავეს

687

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, კონტრაბანდის ფაქტზე, რუსეთის ორი მოქალაქე, რ. და მ. ც-ები დააკავა. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ყაზბეგის“ გავლით, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანეს ერთ კილოგრამზე მეტი ოქრო, რომლის ღირებულება 80 000 ლარს აღემატება. 

დაკავებულებმა, ქვეყნის ტერიტორიაზე კონტრაბანდული პროდუქციის შენიღბულად შემოტანის მიზნით, ძვირფას ლითონს მისცეს ქამრის ბალთის ფორმა და დაიმაგრეს შარვალზე. 

დანაშაულებრივ ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 7 წლამდე. 
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top