Press releases

News/Press releases

კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი დააკავა

პარასკევი, 18 იანვარი, 2019
კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი დააკავა

139

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ იმერეთის რეგიონში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა ერთ-ერთი   შპს-ს მენეჯერმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების გარეშე, კომპანიის ბალანსზე არსებული სასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების სპეცტექნიკით სარგებლობის სანაცვლოდ, მოქალაქეს უკანონოდ მოსთხოვა და გამოართვა 4 400 ლარი.

გამოძიება მიმდინარებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top