Press releases

News/Press releases

კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი ამხილა

ორშაბათი, 23 აპრილი, 2018
კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა  ერთი პირი ამხილა

240

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე,  ერთი პირი ამხილეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,რუსთავსერვის ცენტრის’’ ტყის მასივის მოვლა - პატრონობის სპეციალური და მოვლითი ჭრების დაგეგმვა - განხორციელების განყოფილების უფროსმა, რუსთავის ტყე-პარკის ტერიტორიაზე, კაკლის ხეების უკანონო მოჭრის სანაცვლოდ, მოქალაქეს  1 200 ლარი გამოართვა. 

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს  თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top