Press releases

News/Press releases

თურქეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქე საგადასახადო დოკუმენტების დამზადება გასაღების ფაქტზე დააკავეს

შაბათი, 27 სექტემბერი, 2014
თურქეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქე საგადასახადო დოკუმენტების დამზადება გასაღების ფაქტზე დააკავეს

711

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება–გასაღების ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქე მ. ს, ნ. ა. და ვ. ა. დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირებმა, დაამზადეს და მეწარმე სუბიექტზე გაასაღეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ–ფაქტურა და სასაქონლო ზედნადები, თითქოს მათ მეწარმეს მიაწოდეს 20 000 ლარის ღირებულების საქონელი. ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების სანაცვლოდ, ბრალდებულებმა დიდი ოდენობის თანხა აიღეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

ვიდეო


 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top