Press releases

News/Press releases

თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპის ოფისის (OLAF) ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხვედრაში საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი მონაწილეობდა

ხუთშაბათი, 13 სექტემბერი, 2018
თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპის ოფისის (OLAF) ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხვედრაში საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი მონაწილეობდა

10 – 13 სექტემბერს,  ბულგარეთის რესპუბლიკის დედაქალაქ სოფიაში თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპის ოფისის (OLAF) ორგანიზებით გაიმართა ყოველწლიური რიგით 23-ე  სამუშაო შეხვედრა, რომელშიც  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი ელგანდაშვილი მონაწილეობდა.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა სიგარეტის კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის თანამედროვე მეთოდები, ევროპის ბაზარზე კონტრაბანდული სიგარეტის  მოხვედრის გზები, რისკები და გამოწვევები განიხილეს.

შეხვედრაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელმა ევროკავშირის შავ ბაზარზე კონტრაბანდული სიგარეტის საქართველოდან ტრანზიტული გზით შეტანის აღკვეთის  მიმართულებით საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ  პრეზენტაცია წარადგინა. 

თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპის ოფისის ყოველწლიური  სამუშაო შეხვედრა წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას მონაწილე ქვეყნებისთვის სიგარეტის კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო პრაქტიკის  გაცნობის, გამოცდილების გაზიარებისა და ახალი პროფესიული კონტაქტების დამყარებისთვის.

შეხვედრას  ბულგარეთის რესპუბლიკის საბაჟო სამსახურის წარმომადგენლები მასპინძლობდნენ. ღონისძიებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების გარდა, საქართველოს, თურქეთის, სერბეთის, რუსეთის და სხვა ქვეყნების სამართალდამცავი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top