Press releases

News/Press releases

თაღლითობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ხუთშაბათი, 26 ივნისი, 2014
თაღლითობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

749

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ-ერთი კომპანიის ყოფილი თანამშრომელი, შ. მ. და მისი თანამონაწილე ვ. ბ. დააკავეს.

გამოძიებით დადგენლია, რომ 2013 წელს აღნიშნულ კომპანიაში ფინანსურ მენეჯერად მუშაობის პერიოდში, შ. მ. და მისი თანამზრახველი, ვ. ბ. მოქალაქეებს ატყუებდნენ, თითქოს „საახალწლო აქციის“ ფარგლებში ბანკი მათ 50-დან 200 ლარამდე თანხას საჩუქრად ჩაურიცხავდა, რისთვისაც საჭირო იყო პირადობის მოწმობის ბანკში წარდგენა. 

პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ბანკში წარდგენის შემდეგ, შ.მ. მოქალაქეთა სახელზე ავსებდა სესხის განაცხადს, მოქალაქეებს კვლავ ატყუებდა, რომ მათ ვერ მიიღეს ეგრედწოდებული „საახალწლო აქციის“ თანხა, ხოლო რეალურად დაზარალებულთა სახელზე დამტკიცებული სესხის თანხას თაღლითურად ეუფლებოდნენ პლასტიკური ბარათებიდან ფულის განაღდების გზით. 

ამ ეტაპზე დადგენილია ათეულობით მოქალაქის სახელზე დამტკიცებული დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტი. მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე. 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top