Press releases

News/Press releases

თამბაქოს ნაწარმისთვის განკუთვნილის ყალბი აქციზური მარკების დამზადება გასაღების ბრალდებით საგამოძიებო სამსახურმა სამი პირი დააკავა

ოთხშაბათი, 24 მაისი, 2017
თამბაქოს ნაწარმისთვის განკუთვნილის ყალბი აქციზური მარკების დამზადება გასაღების ბრალდებით საგამოძიებო სამსახურმა სამი პირი დააკავა

387

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების დამზადება - გასაღების ფაქტზე, თურქეთის ორი და საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა. 

გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, უახლესი პოლიგრაფიული ტექნოლოგიების გამოყენებით, დაამზადეს თამბაქოს ნაწარმისთვის განკუთვნილი, 46 000 ერთეული ყალბი ქართული აქციზური მარკა, რომლის ნამდვილი აქციზური მარკისგან გარჩევა სპეციალური მოწყობილობის გამოყენების გარეშე, ფაქტობრივად შეუძლებელია. საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებულები დააკავა აღნიშნული ყალბი აქციზური მარკების რეალიზაციის დროს. 

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 პრიმა მუხლის მე - 2 ნაწილის „ბ" და მე-4 ნაწილის "ა" პუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9 - დან 12 წლამდე ვადით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top