Press releases

News/Press releases

ევროპოლის ეგიდით და საგამოძიებო სამსახურის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

სამშაბათი, 19 დეკემბერი, 2023
ევროპოლის ეგიდით და საგამოძიებო სამსახურის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

12-13 დეკემბერს, ევროპოლ-ის ეგიდით, EMPACT-ის („ევროპის მულტიდისციპლინარული პლატფორმა კრიმინალური საფრთხეების წინააღმდეგ" European Multidisciplinary Platform Against Criminal threats) პროექტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და იტალიის რესპუბლიკის NAS Carabinieri თანაორგანიზატორობით, თბილისში გაიმართა კონფერენცია _ EMPACT IPCCGC/OPSON XIII on Counterfeit Food and Geographical Indications.

 
კონფერენციის ფარგლებში მსოფლიოს 100-მდე ქვეყნის დელეგატმა (მათ შორის დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, ევროკავშირის თითქმის ყველა წევრი ქვეყნიდან), საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა (ევროკომისია, ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისი (OLAF), ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო (Frontex), მსოფლიოს საბაჟო ორგანიზაცია (WCO), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) და სხვა.) და კერძო ორგანიზაციებმა (Amazon, Bordeaux Wine Council, Barilla და სხვა) ერთმანეთს გაუზიარეს არსებული გამოცდილება, განხორციელდა ინფორმაციის მიმოცვლა და განხილულ იქნა ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევის, პროდუქციის ფალსიფიკაციის,  ფულის გაყალბების დანაშაულებთან ბრძოლისა და მათი პრევენციის ახალი მიდგომები. 

კონფერენციის პირველ დღეს შეჯამდა ოპერაცია OPSON XII-ის შედეგები და დასახულ იქნა სამომავლო დღის წესრიგის აქტუალური საკითხები, ასევე ოფიციალურად გაიხსნა ოპერაცია OPSON XIII. კონფერენციის მეორე დღეს  EMPACT-ის  ოპერატიულ შეხვედრაზე განხილულ იქნა საკვები პროდუქტების ფალსიფიკაციასთან ბრძოლის მეთოდოლოგია.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«მაისი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

 

 

Back To Top