Press releases

News/Press releases

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში შეხვედრა გაიმართა

ორშაბათი, 29 მაისი, 2023
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში შეხვედრა გაიმართა

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ვირტუალური შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ პროექტის ექსპერტი - იგორის კრჟეჩკოვსკისი, გამჭირვალობისა და ანგარიშვალდებულების უფროსი ექსპერტი - ჰენდრიკუს ვან ბოქსმირი, ფინეთის საბაჟოს ეკონომიკური დანაშაულის საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი - სარი კნააფი და მოლდოვის რესპუბლიკის ეროვნული ანტიკორუფციული ცენტრის აქტივების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი - პაველ ქალპაჯიუ.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე უცხოელმა კოლეგებმა საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებს გაუზიარეს გამოცდილება ფინანსური დანაშაულის გამოძიებისა და კრიმინალური აქტივების მართვის მიმართულებით. შეხვედრის მონაწილეები ასევე, გაეცნენ საგამოძიებო სამსახურის საქმიანობას, არსებულ გამოწვევებს, ბოლო პერიოდში განხორციელებულ მნიშვნელოვან ცვლილებებსა და გასულ წელს მიღწეულ შედეგებს. 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების მიმართულებით უწყებებს შორის კოორდინაციის გააქტიურებაზე. მხარეები სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე შეთანხმდნენ. 
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top