Press releases

News/Press releases

დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა

პარასკევი, 06 დეკემბერი, 2019
დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა

13

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,  ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე,  უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, საქართველოში შემოიტანეს  და ქვემო ქართლის რეგიონში გაასაღეს 20 ცალი  ყალბი 500 ევროიანი კუპიურა.  საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია 10 000 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top