Press releases

News/Press releases

გამოვლენილია სამსახურებრივი სიყალბის ფაქტი

ხუთშაბათი, 09 აპრილი, 2015
გამოვლენილია სამსახურებრივი სიყალბის ფაქტი

632

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე ერთი საჯარო მოხელე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

გამოძიებით დადგენილია, რომ კ. მ-ის  სამოქმედო ტერიტორიაზე   მოქალაქეების მიერ სისტემატურად ხდებოდა კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლა და რეალიზაცია. ბრალდებული მოქალაქეებზე ისე გასცემდა ყალბ ვეტერინალურ მოწმობებს, რომ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს რეალურად არ ამოწმებდა, რის შედეგადაც სავაჭრო ქსელში ხვდებოდა შეუმოწმებელი ხორცპროდუქტები.  

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top