Press releases

News/Press releases

გაერთიანებული სამეფოს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა სპეციალიზებული ტრენინგი ჩაატარეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისთვის

პარასკევი, 04 ოქტომბერი, 2024
გაერთიანებული სამეფოს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა სპეციალიზებული ტრენინგი ჩაატარეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისთვის

საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს საერთაშორისო მეკავშირე ოფიცერთან მჭიდრო პროფესიული თანამშრომლობის შედეგად, გაერთიანებული სამეფოს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სააგენტოს (NCA) წარმომადგენლებმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლებისა და ანალიტიკოსებისათვის სპეციალიზებული 2 დღიანი ტრენინგი ჩაატარეს. ტრენინგის თემატიკა მოიცავდა პარალელურ ფინანსურ გამოძიებასა და დაყადაღებული აქტივების მართვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ასპექტს.

მხარეთა მანდატის ფარგლებში, ტრენინგის მიმდინარეობისას დეტალურად იქნა განხილული გაერთიანებული სამეფოს შესაბამისი კანონმდებლობა და გაანალიზდა კონკრეტული პრაქტიკული მაგალითები. 

ხაზი გაესვა არსებული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულების გამოძიების მეთოდოლოგიისა და პრაქტიკის მიმართულებით.

გაერთიანებული სამეფოს და საქართველოს კოლეგა უწყებებს შორის შემდგომი პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, უახლოეს მომავალში დაიგეგმება შესაბამისი აქტივობები კონკრეტული მიმართულებებით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top