Press releases

News/Press releases

აღკვეთილია მასშტაბური ფინანსური დანაშაული

შაბათი, 22 ნოემბერი, 2014
აღკვეთილია მასშტაბური ფინანსური დანაშაული

685

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძების შედეგად, გამოვლენილია მასშტაბური დანაშაულებრივი სქემა და გაშიფრულია ათეულობით იურიდული პირი, რომელთა უკანონო ქმედების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი. 

კერძოდ, დადგენილია, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ დაფუძნდა არაერთი შპს, რომელთა სახელით ქვეყნის ტერიტორიაზე შემოტანილი იქნა 22 513 059 ლარის ღირებულების სხვადასხვა სახის პროდუქცია. 

ბრალდებულებმა განიზრახეს საბაჟო გადასახადისათვის დაწესებული 5 დღიანი საშეღავათო პერიოდის ბოროტად გამოყენება, პროდუქციის განბაჟების შემდეგ თავი აარიდეს იმპორტის დროს გათვალისწინებულ გადასახადებს, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა განსაკუთრებით დიდი ოდენობის, 4 052 351 ლარის ზიანი. ამ ეტაპზე, აღნიშნული დანაშაულის ფაქტზე დაკავებულია ხუთი მოქალაქე.

საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების დადგენა იდენტიფიცირების მიზნით. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 6 წლამდე ვადით. 

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top