Press releases

News/Press releases

ალკოჰოლური სასმელის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა რეალიზაციის ფაქტზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დააკავეს

ოთხშაბათი, 11 მარტი, 2015
ალკოჰოლური სასმელის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა რეალიზაციის ფაქტზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დააკავეს

646

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, გ. თ. დააკავა.
 
გამოძიებით დადგენილია, ბრალდებულმა ქ.თბილისის ტერიტორიაზე, ქართული აქციზური მარკის გარეშე გადაზიდა და გაასაღა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელი „ჯეკ დენიელსი“ და „ნეფტი.“
 
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 დან 4 წლამდე ვადით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top