მემორანდუმები

მემორანდუმები

საერთაშორისო თანამშრომლობა/მემორანდუმები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა და პორტსმუტის უნივერსიტეტმა (გაერთიანებული სამეფო) ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს

პარასკევი, 09 თებერვალი, 2024
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა და პორტსმუტის უნივერსიტეტმა (გაერთიანებული სამეფო) ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და პორტსმუტის უნივერსიტეტს (გაერთიანებული სამეფო) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ - ვახტანგ ფარესიშვილმა და პორტსმუტის უნივერსიტეტის კვლევებისა და ინოვაციური სერვისების დირექტორმა - სარა დაკერინგმა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მეთოდოლოგიისა და პრაქტიკის სფეროში არსებული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა მათი კომპეტენციის ფარგლებში, რომელიც მოიცავს შემდეგ სფეროებს: ეკონომიკური დანაშაულისა და სხვა რელევანტური დანაშაულების სფეროში სამომავლო კვლევითი პროექტების მიმოხილვა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება მათ ფუნქციონირებას, პრევენციას, გამოძიებას და გამოვლენას; სამსახურის თანამშრომლებისთვის სასწავლო კურსების ორგანიზებისა და მათი განხორციელების შესაძლებლობები - დისტანციური სწავლებისა და კამპუსში სწავლების ჩათვლით; ასევე, ერთობლივი სპეციალიზებული კვლევითი და საგანმანათლებლო ცენტრების შექმნა და განვითარება.

აღსანიშნავია, რომ პორტსმუტის უნივერსიტეტი წარმოადგენს პირველ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელთანაც საგამოძიებო სამსახურმა პროფესიული პარტნიორობა დაამყარა არსებობის 20-წლიანი ისტორიის მანძილზე. საგამოძიებო სამსახური კონცენტრირებული იქნება პორტსმუტის უნივერსიტეტის კიბერდანაშაულისა და ეკონომიკური დანაშაულის ცენტრთან (CCEC) მჭიდრო თანამშრომლობაზე, რათა სპეციფიური სასწავლო კურსების მეშვეობით, ფასეული გამოცდილებით და ღირებული ცოდნით, გააუმჯობესოს თავისი გამომძიებლების და შესაბამისი თანამშრომლების კვალიფიკაცია, ასევე გააძლიეროს კვლევის, სწავლების და ინოვაციური უნარ-ჩვევები აღნიშნულ სფეროებში.

უახლოეს მომავალში განისაზღვრება კონკრეტული აქტივობები შესაბამის სფეროებში, მხარეებს შორის შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

Back To Top