მემორანდუმები

მემორანდუმები

საერთაშორისო თანამშრომლობა/მემორანდუმები

მემორანდუმი უკრაინის ეკონომიკური უსაფრთხოების ბიუროსთან

ოთხშაბათი, 20 აპრილი, 2022
მემორანდუმი უკრაინის ეკონომიკური უსაფრთხოების ბიუროსთან

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და უკრაინის ეკონომიკური უსაფრთხოების ბიუროს შორის, ონლაინ ფორმატში, სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა - სოსო რამიშვილმა და უკრაინის ეკონომიკური უსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა - ვადიმ მელნიკმა. 

გაფორმებული მემორანდუმი საქართველოსა და უკრაინის სამართალდამცავ უწყებებს შორის, საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის გამოვლენის, აღკვეთისა და გამოძიების მიმართულებით ორმხრივ თანამშრომლობას ითვალისწინებს. საგამოძიებო სამსახურის უფროსმა - სოსო რამიშვილმა აღნიშნა „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და უკრაინის კოლეგა უწყებას შორის მემორანდუმი გაფორმდა. მოხარული ვარ, რომ მიუხედავად ასეთი რთული ვითარებისა, ჩვენს უწყებებს არ შეუწყვეტიათ კომუნიკაცია და მოვახერხეთ უკვე ჩამოყალიბებული პროფესიული ურთიერთობების ფორმალიზება. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ურთიერთობა სამომავლოდ გაგრძელდება და შედეგიანი იქნება ორივე ქვეყნის უწყებისთვის.“ საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სამძიმარი გამოუცხადა თითოეული დაღუპული ადამიანის ოჯახს, გულწრფელი თანადგომა და სოლიდარობა გამოხატა უკრაინელი კოლეგებისა და ხალხის მიმართ.

უკრაინის ეკონომიკური უსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელმა - ვადიმ მელნიკმა განაცხადა „დღეს უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობის დამყარება უკრაინის ეკონომიკური უსაფრთხოების ბიუროს ერთ-ერთ პრიორიტეტული ამოცანას წარმოადგენს. კომუნიკაცია, ინფორმაციის გაცვლა და უცხოური გამოცდილების გაზიარება სასარგებლო იქნება ბიუროს ძირითადი ამოცანების განსახორციელებლად. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან მემორანდუმის გაფორმება პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთაშორისო გამოცდილების მოსაზიდად, განსაკუთრებით შექმნილ რთულ ვითარებაში და ორივე ქვეყნის ეკონომიკისთვის ახალი რისკების გამოვლენის თვალსაზრისითაც. ჩვენი პარტნიორული ურთიერთობების განმტკიცება აუცილებლად იქნება ორმხრივად მომგებიანი და ეფექტიანი.“

ონლაინ შეხვედრაზე, ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებას შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, შედგა მსჯელობა საქმიანობის კონკრეტულ მიმართულებებთან დაკავშირებით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ოქტომბერი 2022»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
262728293012
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

Back To Top