ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღება

პარასკევი, 05 ივნისი, 2020
ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კახეთის რეგიონში, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგენილია, რომ ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა ბოროტად ესარგებლა საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული, კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთათვის კომპენსაციების გაცემის პროგრამით. 

აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, მან დაამზადა ყალბი სამსახურებრივი ცნობები 11 პირის სახელზე, რომელთა მიხედვითაც მოქალაქეები თითქოსდა წარმოადგენდნენ ბრალდებულის კომპანიის მიერ დაქირავებულ თანამშრომლებს და 2020 წლის 21 მარტიდან, COVID 19-ის გამო იმყოფებოდნენ უხელფასო შვებულებაში. 

თითოეული ასეთი ცნობა, ბრალდებულის მიერ დამზადებულ და გასაღებულ იქნა 50 ლარის საფასურად. 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბრალდებული ნასამართლევია ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე და ამჟამად იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სს კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«მაისი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

Back To Top