ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა ხორცის ნახევარფაბრიკატების ფალსიფიკაციის ორი ფაქტი გამოავლინა და ორი კომპანიის დირექტორი პასუხისგებაში მისცა

პარასკევი, 21 აგვისტო, 2020
საგამოძიებო სამსახურმა ხორცის ნახევარფაბრიკატების ფალსიფიკაციის ორი ფაქტი გამოავლინა და ორი კომპანიის დირექტორი პასუხისგებაში მისცა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხორცის ნახევარფაბრიკატების ფალსიფიკაციის ორი ფაქტი გამოავლინეს და ორი კომპანიის დირექტორი რ.თ. და კ.კ. პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, საწარმოს მიერ ნახევარფაბრიკატების წარმოებისას განიზრახეს, დამზადებული პროდუქციის რაოდენობის ზრდისა და შესაბამისი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შეემცირებინათ პროდუქციის წარმოების ხარჯი და ახდენდნენ წარმოებისათვის აუცილებელი ინგრედიენტების ჩანაცვლებას სხვა იაფფასიანი პროდუქტით. 

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ფალსიფიცირებულ-თვისობრიობა შეცვლილ საკვებ პროდუქტში ტენის, ცილის, ცხიმის, ნახშირწყლების მასიური წილი და ენერგეტიკული ღირებულება არ შეესაბამებოდა ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს. 

აღნიშნული კატეგორიის დანაშაულისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«აპრილი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

Back To Top