ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა ჩვილი ბავშვებით ვაჭრობის დანაშაული გახსნა

ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2015
საგამოძიებო სამსახურმა ჩვილი ბავშვებით ვაჭრობის დანაშაული გახსნა

610

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და ფარული საგამოძიებების მოქმედებების შედეგად, ჩვილი ბავშვების ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე ერთ-ერთი სამშობიარო სახლის გენერალური დირექტორი, მისი მოადგილე და ერთ-ერთი სამშობიარო ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი, დააკავა. დაკავებული სამი ბრალდებულის გარდა, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია დანაშაულში მონაწილე 6 პირი.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინა, რომ ბრალდებულებმა, განიზრახეს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებითა და მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ჩვილი ბავშვებით ვაჭრობა. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, აღნიშნული პირები სამშობიაროში კონსულტაციაზე მისულ ორსულ ქალბატონებს სთავაზობდნენ თანხის სანაცვლოდ, ახალშობილი ბავშვის მიტოვებას, რომლის გასხვისებასაც შემდგომ თავად უზრუნველყოფდნენ.

საგამოძიებო სამსახურის მიერ, აღნიშნული პირების მონაწილეობით გამოვლენილია ჩვილი ბავშვებით ვაჭრობის ორი ფაქტი, რა დროსაც, ბრალდებულებმა ერთ შემთხვევაში აიღეს 3 000 ლარი, ხოლო მეორე შემთხვევაში 5 000 დოლარი.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 1432-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 12  დან 17 წლამდე ვადით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

Back To Top