ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურის განცხადება

პარასკევი, 18 სექტემბერი, 2020
საგამოძიებო სამსახურის განცხადება

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გასული დღეების განმავლობაში ენზელ მკოიანის განცხადებებისა და მის მიერ გავრცელებულ ვიდეო მასალასთან დაკავშირებით, საგამოძიებო სამსახური განმარტავს, რომ მოქალაქეთა განცხადების საფუძველზე, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მოქმედი ერთ-ერთი გაზის კომპანიის მიმართ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 218-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც გულისხმობს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას მოტყუებით და დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდებას.

გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით, სადაც პოლიტიკურ ჭრილშია განხილული მიმდინარე გამოძიება, თითქოსდა საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოძიების დაწყება უკავშირდება მოახლოებულ არჩევნებს, არ შეესაბამება სიმართლეს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ საქმეზე გამოძიება დაიწყო მოქალაქეთა კოლექტიური განცხადების საფუძველზე. საქმის ვითარების გასარკვევად საჭირო ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ამოღებულია მხოლოდ შესაბამისი დოკუმენტაცია და არა კომპიუტერული ტექნიკა, ასევე არ გატარებულა სხვა სახის საპროცესო იძულების ღონისძიება, რაც ხელს შეუშლიდა კომპანიას განაგრძოს საქმიანობა და მოსახლეობის გაზით მომარაგება. 

ამასთანავე აღვნიშნავთ, რომ ხსენებული საგამოძიებო მოქმედების დასრულების შემდეგ, კომპანიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა თავადვე დაადასტურა ოქმი ხელმოწერით, რომ დოკუმენტების ამოღება არ შეაფერხებს კომპანიის საქმიანობას.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«მაისი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

Back To Top