ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საბაჟო წესის დარღვევის ფაქტი

ოთხშაბათი, 21 აპრილი, 2021
საბაჟო წესის დარღვევის ფაქტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის მიმართ, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყეს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი“-ს გავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან ტაჯიკეთის რესპუბლიკაში საქონლის ტრანზიტული გადაზიდვისას, არასრულად დაადეკლარირა საქონელი. კერძოდ, ჩატარებული საბაჟო შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ ნაცვლდ 99 070 ლარის საბაჟო ღირებულების საქონლის დეკლარირებისა, იგი ახდენდა 13 264 აშშ დოლარის საბაჟო ღირებულების მქონე საქონლის დეკლარირებას.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.


 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«მაისი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

Back To Top