ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტი

სამშაბათი, 27 სექტემბერი, 2022
დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა 13 პირის მიმართ დაიწყეს, მათ შორის 2 პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, გასულ წლებში, სოფელ გლდანის ტერიტორიაზე, მიწის ნაკვეთების თითქოსდა ფლობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტებისა და ცრუმოწმეების გამოყენებით, მოტყუებით დაირეგისტრირეს საერთო ჯამში 150 126 ლარის ღირებულების        1 300 მ2 ფართობის სამი მიწის ნაკვეთი.

გამოძიების პროცესში მიწის ნაკვეთები დაყადაღებულ იქნა. 

აღნიშნული ქმედება ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილებით, თავისუფლების აღკვეთით 6-დან 9 წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«მაისი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

Back To Top