69
ხუთშაბათი, 04 ივლისი, 2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის სამი ფაქტი გამოავლინეს.
70
სამშაბათი, 02 ივლისი, 2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ღონისძიებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის რვა ფაქტი გამოავლინეს და ექვსი პირი დააკავეს.
71
ოთხშაბათი, 19 ივნისი, 2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, განმარტავს, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლენილი იქნა ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ექვსი ფაქტი, რაზეც, ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში მიეცა 23 მეწარმე, მათგან პატიმრობაში იმყოფება 17 პირი, ხოლო 6 პირს ბრალდება წარედგინა დაუსწრებლად და გამოცხადდა ძებნა.
72
სამშაბათი, 18 ივნისი, 2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.
73
ორშაბათი, 17 ივნისი, 2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სოსო რამიშვილმა და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორმა, ტარიელ ჭულუხაძემ სტაჟიორებს სერტიფიკატები გადასცეს. საგამოძიებო სამსახურში სტაჟირების პროგრამა წელს პირველად ანაზღაურებადი იყო. საგამოძიებო სამსახურში სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, 2018 წლის 4 დეკემბრიდან - 2019 წლის 4 ივნისის ჩათვლით, სტაჟიორებმა ექვსთვიანი თეორიული და პრაქტიკული სწავლების კურსი გაიარეს. მათგან დადებითად შეფასებულ 22 სტაჟიორს სერტიფიკატები გადაეცა. საუკეთესო მაჩვენებლის მქონე სტაჟიორები, უახლოეს მომავალში, საგამოძიებო სამსახურში დასაქმდებიან.
74
ხუთშაბათი, 13 ივნისი, 2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საბაჟო კონტროლისგან მალულად, გადატანის ფაქტზე, მხილებულია ორი პირი.