სამშაბათი, 19 მაისი, 2020
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე ამხილეს ორი პირი, რომელთაგანაც ერთი დაკავებულია.
შაბათი, 16 მაისი, 2020
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური განაგრძობს ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს, საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების გზით, დამატებული ღირებულების გადასახადში ყალბი აქტივების შექმნისა და გამოყენების ფაქტების გამოსავლენად.
პარასკევი, 24 აპრილი, 2020
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამეგრელოს რეგიონში გამოავლინეს მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 4 ფაქტი, რაზედაც ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 4 პირი.
ოთხშაბათი, 22 აპრილი, 2020
ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისა და კორონავირუსის გავრცელების საფრთხიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 22 მაისამდე საგამოძიებო სამსახურში, განცხადებებისა და სხვა სახის კორესპონდენციის მიღება განხორციელდება მხოლოდ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. გთხოვთ, დოკუმენტის ციფრული (დასკანერებული) ვერსია გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე is@mof.ge
სამშაბათი, 14 აპრილი, 2020
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სოლიდარობის აქციას შეუერთდა, რომლის ფარგლებშიც საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ახალი კორონავირუსის საბრძოლველად შექმნილ #StopCoV ფონდში თანხა შეიტანეს.
შაბათი, 11 აპრილი, 2020
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს თანამრომლებმა და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლების ჭართლის, მუგუდას, ბედონის, სეფესა და ქვეშეთის მრავალშვილიანი და სოციალურად შეჭირვებული ოჯახები მოინახულეს.