სამშაბათი, 06 ივნისი, 2023
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, მოტყუებით, სახელმწიფო ბიუჯეტის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, ხუთი პირი პასუხისგებაში მისცეს.
ორშაბათი, 05 ივნისი, 2023
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება ერთ-ერთი სამორინეს ხელმძღვანელი პირების მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების შესაძლო ფაქტებზე, დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე და 218-ე მუხლებით.
ხუთშაბათი, 01 ივნისი, 2023
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის, საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ფაქტი გამოავლინა, რაზეც ერთი პირი დააკავა.
სამშაბათი, 30 მაისი, 2023
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების, ქონების თაღლითურად დაუფლების მცდელობის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებისა და ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.
ორშაბათი, 29 მაისი, 2023
საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა პირებმა გაერთიანებული სამეფოს პორტსმუთის უნივერსიტეტის ლექტორსა და ასოცირებულ ხელმძღვანელს - დოქტორ ლეა ფოქსს უმასპინძლეს. შეხვედრას ესწრებოდა აგრეთვე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ექსპერტი - იგორის კრჟეჩკოვსკისი.
ორშაბათი, 29 მაისი, 2023
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ვირტუალური შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ პროექტის ექსპერტი - იგორის კრჟეჩკოვსკისი, გამჭირვალობისა და ანგარიშვალდებულების უფროსი ექსპერტი - ჰენდრიკუს ვან ბოქსმირი, ფინეთის საბაჟოს ეკონომიკური დანაშაულის საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი - სარი კნააფი და მოლდოვის რესპუბლიკის ეროვნული ანტიკორუფციული ცენტრის აქტივების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი - პაველ ქალპაჯიუ.