Partnership and Cooperation

Partnership and Cooperation

International Cooperation/Partnership and Cooperation

საგამოძიებო სამსახურის უფროსი ლევან გამყრელიძე ლონდონში OECD-ის მე-5 საერთაშორისო ფორუმზე „გადასახადი და დანაშაული“ პრეზენტაციით წარსდგა

ოთხშაბათი, 08 ნოემბერი, 2017

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი ლევან გამყრელიძე სამუშაო ვიზიტით დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში იმყოფება, სადაც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ, მისი უდიდებულესობის შემოსავლების და საბაჟო სამსახურთან თანამშრომლობით (HM Revenue & Customs),  ორგანიზებულ მე-5 საერთაშორისო ფორუმში ,,გადასახადი და დანაშაული“ (Fifth Forum on Tax and Crime)  მონაწილეობს.

საგამოძიებო სამსახურში საგადასახადო და საბაჟო სფეროში დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების საკითხები განიხილეს

ხუთშაბათი, 14 სექტემბერი, 2017

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები, დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს შემოსავლების და საბაჟო სამსახურის ფისკალური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მეკავშირე ოფიცერს,  ნიკ ეედეს შეხვდნენ.

გაეროს და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის პროექტის კონტეინერების კონტროლის პროგრამაში საგამოძიებო სამსახურის ჩართულობა გაიზრდება

ოთხშაბათი, 06 სექტემბერი, 2017

გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ერთობლივი პროექტის - კონტეინერების კონტროლის პროგრამაში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ჩართულობა გაიზრდება.  აღნიშნული საკითხი  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ, იგა ზაალიშვილმა და  გაერო - ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) შავი ზღვის რეგიონის კოორდინატორმა,  ნაიდა შამილოვამ  საგამოძიებო სამსახურში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს. მხარეებმა პროგრამის მიმდინარეობაზე და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

საგამოძიებო სამსახურის უფროსი მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის წარმომადგენელს შეხვდა

ოთხშაბათი, 19 ივლისი, 2017

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი ლევან გამყრელიძე, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ხელშეწყობისა და კანონშესაბამისობის დირექტორატის ხელმძღვანელს,  ანა ჰინოიოსას შეხვდა. 

89101112131416
«აპრილი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

 

 

Back To Top