Partnership and Cooperation

Partnership and Cooperation

International Cooperation/Partnership and Cooperation

დიდი ბრიტანეთის დელეგაციის წარმომადგენლების შეხვედრა საგამოძიებო სამსახურში

ოთხშაბათი, 22 მაისი, 2019

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, სამუშაო ვიზიტით, გაერთიანებული სამეფოს და ჩრდილოეთ ირლანდიის დელეგაცია იმყოფებოდა. დელეგაციის წევრებს საგამოძიებო სამსახურის  უფროსის მოადგილეები ვახტანგ ფარესიშვილი და ვაჟა ფანოზიშვილი, ასევე უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები, შეხვდნენ. დიდი ბრიტანეთის დელეგაციას  გაერთიანებული სამეფოს და ჩრდილოეთ ირლანდიის შემოსავლების და საბაჟო დეპარტამენტის ფისკალური დანაშაულების რეგიონალური ხელმძღვანელის მოადგილე სტეფან ჯოისი ხელმძღვანელობდა,  დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ დიდი ბრიტანეთის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო დაზვერვის და ოპერაციების დეპარტამენტის რეგიონალური დირექტორი გრემ ჰენკოკი და ამავე დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების ოფიცერი  ამანდა ჰიკმანი, შეხვედრას, ასევე ესწრებოდა დიდი ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკური მდივანი სოფი სტიუარტი.

ბელარუსის დელეგაციის ვიზიტი საგამოძიებო სამსახურში

ხუთშაბათი, 18 აპრილი, 2019

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის, ფინანსური გამოძიების დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტი შედგა.  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი, სოსო რამიშვილი და უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები   ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს - ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის დირექტორს, იგორ მარშალოვს და ამავე სამსახურის წარმომადგენლებს - დიმიტრი დიაგილევს და ვიქტორ ბოგომაზოვს შეხვდნენ.

საგამოძიებო სამსახურში სომხეთის დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

შაბათი, 13 აპრილი, 2019

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სომხეთის რესპუბლიკის დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი სოსო რამიშვილი, უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები და ფინანსთა მინისტრის მოადგილეები ლერი ბარნაბიშვილი და  ლაშა ხუციშვილი  სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს რუსტამ ბადასიანს და ამავე სამსახურის ოპერატიულ საგამოძიებო სამმართველოს უფროსს  ედვარდ  ჰოვანისიანს შეხვდნენ.

საგამოძიებო სამსახურისა და აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

ხუთშაბათი, 04 აპრილი, 2019

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეები ვაჟა ფანოზიშვილი და ვახტანგ ფარესიშვილი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კრიმინალური გამოძიების დეპარტამენტის წარმომადგენელს - თეინ ლარსონს, საქართველოში აშშ-ის საელჩოს გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ატაშეს მოადგილეს სამართლის დარგში - მეთიუ ბოიდენს და აშშ-ის საელჩოს სამართლის დარგში ატაშეს ოფისის წარმომადგენელს - გიორგი ბერიშვილს შეხვდნენ.

89101113151617
«ივლისი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
24252627282930
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234

 

 

Back To Top